უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი დღეს ტყიბულში სამხედრო პატივით დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი დღეს ტყიბულში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ტყიბულში გადასვენებამდე პანაშვიდები ჯერ კიევში და შემდეგ თბილისში ქაშუეთის ტაძარში იყო, სადაც გობეჯიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ცნობისთვის, გობეჯიშვილი 4 დღის წინ ირპენში სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. ის მეოთხე ჯარისკაცია, რომელიც უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას შეეწირა. მანამდე, ირპენთან დაიღუპნენ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი. მარიუპოლში მოკლეს ბახვა ჩიქობავა, რომლის გადმოსვენებაც ჯერ ისევ ვერ ხერხდება.