სტეფანწმინდა-ლარსის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე, თოვლის ინტენსიური დნობისა და ღვარცოფული პროცესების გააქტიურების გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე საშუალოა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აქვე შეგახსენებთ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამავე საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის საშუალო დონის არსებობის გამო, დღეს, 13:00 სთ-დან აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება. დაწესებული რეჟიმი გუდაური-კობის მონაკვეთზე 19:00სთ-დან მოიხსნება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.