ბუჩა, ირპენი და გოსტომელი – რა მდგომარეობაში დატოვეს ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქები

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი თვლის, რომ მსოფლიომ უნდა ნახოს ის თუ რა მოხდა ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში. მისი თქმით, გავრცელებული მიმართვა მიზნად ისახავს, რომ მსოფლიომ გაიგოს იმ მრავალი დანაშაულის შესახებ კაცობრიობის წინააღმდეგ, რაც რუსულმა ჯარმა ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ კიევის რაიონებში ჩაიდინია.

„ბუჩა, ირპენი და გოსტომელი – ეს ქალაქებია, რომლებიც გათავისუფლებულია და წარმოადგენს პოსტაპოკალიპტურ საშინელებათა ფილმების ნათელ მაგალითს. რუსი ჯარისკაცების მრავალი დანაშაულია უკვე აღმოჩენილი ქალაქებში, მათ შორის, გაუპატიურებული ქალები, რომელთა დაწვას ცდილობდნენ. მოკლულები არიან: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბავშვები და მოხუცები“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

მოკლულთა უმრავლესობას შეკრული აქვთ ხელები და აღენიშნებათ წამების კვალი, უმრავლესობა კეფაზე იარაღის მიბჯენით მოკლეს.

„იმის შესახებ, რომ ძარცვავდნენ და ცდილობდნენ ნაქურდალი ძველებური მანქანები წაეყვანათ, საუბარიც არ ღირს. ეს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული პროკურატურის და სამართლებრივი ორგანოების, ასევე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოების მიერ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მან ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ოკუპანტების მიერ მოკლული ხალხის ხსოვნას.

არესტოვიჩმა განაცხადა, რომ არცერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.

„სხვა ახალი ამბები დღეს არ იქნება. მსოფლიო უნდა შეიძრას იმის გამო რაც ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში მოხდა. სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ უკრაინის სხვა ქალაქებში ამაზე უკეთესი სურათი არ დაგვხვდება. მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ და დავსაჯოთ ისინი“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები