საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროს და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ექსპერტებთან შეხვედრა გამართეს
31 მარტს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში – „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროს ექსპერტ – ჰენდრიკუს ვან ბოქსმირსა და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ექსპერტებს – ოლექსი ფეშჩენკოსა და ვიტალი გალეტას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ღია წყაროების მეშვეობით ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება საგადასახადო დანაშაულების გამოძიებისთვის; ბლოკჩეინის ინსტრუმენტების გამოყენება გამოძიების პროცესში; რისკის კრიტერიუმები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, სამართალდარღვევების გამოვლენისა და გადასახადებისგან თავის არიდების სქემებთან მიმართებაში და სხვა საკითხები. შესაბამისი სამოქმედო მიმართულებების გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური აგრძელებს პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.