ბელიაშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge