ფაშინიანი: სომხეთი ვერასდროს შეძლებს, ხელი შეუწყოს უკრაინაში უცხოელი ტერორისტების გადაყვანას ჩვენი ტერიტორიის გავლით

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ვერასდროს შეძლებს, ხელი შეუწყოს უკრაინაში უცხოელი ტერორისტების გადაყვანას საკუთარი ტერიტორიის გავლით.

“ცხადია, რომ სომხეთი, რომელიც ორი წლის წინ დაზარალდა მთიანი ყარაბაღის ომში დაქირავებული ტერორისტების მონაწილეობით, ვერასდროს შეძლებს, ხელი შეუწყოს უკრაინაში უცხოელი ტერორისტების გადაყვანას და განლაგებას სომხეთის ტერიტორიის გავლით”, – წერს სოციალურ ქსელში ფაშინიანი.

ამასთან, ფაშინიანი “ტვიტერზე” წერს, რომ დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სომხეთმა რუსეთს 4 SU-30-SM გადასცა, სიცრუეა.

“აღმაშფოთებელი დეზინფორმაციაა, თითქოს, სომხეთმა 4 Su-30-SM მიაწოდა რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად, რომელიც გავრცელდა აზერბაიჯანული წყაროებით და ფართოდ გავრცელდა დასავლურ სამყაროში, არის ფეიკნიუსი. სომხეთში შემოტანის დღიდან ჩვენს სუ-ებს არ დაუტოვებია ჩვენი ქვეყნის საზღვრები”, – წერს სომხეთის პრემიერი.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები