დონბასელი სეპარატისტები მარიუპოლში უკვე ე.წ. ადმინისტრაციას ქმნიან – განკარგულება

დონეცკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა ქალაქ მარიუპოლის ადმინისტრაციის შექმნის ე.წ. ბრძანება გასცა, – ნათქვამია პუშილინის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ე.წ. განკარგულებაში.

„მე გადავწყვიტე, შევქმნა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ადგილობრივი ადმინისტრაცია – ქალაქ მარიუპოლის ადმინისტრაცია“, – ნათქვამია ე.წ. დოკუმენტში.

აღინიშნება, რომ მარიუპოლის ე.წ. ადმინისტრაცია იქმნება “წესრიგისა და კანონიერების, ნორმალური ცხოვრების უზრუნველყოფისთვის, ისევე  – როგორც საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და სხვა ობიექტების ფუნქციონირების აღდგენისთვის, განთავისუფლებულ დასახლებულ ტერიტორიაზე.”

მარიუპოლის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დაევალა, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მოაწყოს ტერიტორიული ორგანოების შექმნა (ქალაქ მარიუპოლის ოლქების ადმინისტრაციები), მათი ლიდერების დანიშვნა”.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე   https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები