სტოლტენბერგი: ფინეთი ნატო-ში გაწევრიანებას მოკლე ვადებში შეძლებს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თუ ფინეთი გადაწყვეტს, ალიანსში შესვლის განაცხადი გააკეთოს, ის წევრობის მოპოვებას მოკლე ვადებში შეძლებს.

ამის შესახებ მან ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნატო ყოველთვის მხარს უჭერდა ნებისმიერი ერის ფუნდამენტურ უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა. ფინეთი ნატო-ს ძალიან ახლო პარტნიორია. ფინეთისა და შვედეთის შეიარაღებული ძალები ნატო-ს სტანდარტებს აკმაყოფილებენ. თუ ისინი გააკეთებენ განაცხადს, ველოდები, რომ ეს დადებითად იქნება მიღებული და მოიძებნება გზა, რომ სწრაფად მივიღოთ ნატო-ში“, – განაცხადა მან.

გაზეთ Helsingin Sanomat-სთვის ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ფინელების 61% ალიანსში წევრობას უჭერს მხარს.

გამოკითხულთა 16% წინააღმდეგია, ხოლო 23%-ს პასუხის გაცემა უჭირს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები