უკრაინაში ომის დაწყებიდან 59 რელიგიური ძეგლი დაზიანდა ან განადგურდა

უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ 59 რელიგიური ძეგლი დაზიანდა ან განადგურდა, მათ შორისაა მართლმადიდებლური ტაძარი ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში, რომლის გუმბათიც ჩამოინგრა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ცნობით, ომამდე მარიუპოლის ტურისტული ოფისი წმინდა მიქაელის საკათედრო ტაძარს, როგორც ქალაქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ყველაზე ლამაზ ადგილს აღწერდა, მაგრამ, საპორტო ქალაქზე რუსეთის დაუნდობელი დაბომბვის შემდეგ, მართლმადიდებლური ტაძრის ფანჯრები ახლა ჩამსხვრეულია და მისი კედლები – დაზიანებული.

კიდევ ერთი ეკლესია, რომელიც ძლიერ დაზიანდა, კიევიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, სოფელ იასნოგოროდკაში მდებარეობს. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ორმა ჭურვმა სამრეკლო დაანგრია, ხოლო ტყვიამფრქვევიდან გახსნილმა ცეცხლმა მისი ფანჯრები და კარები ჩაამტვრია. რუსული ავიაიერიშების შედეგად, მართლმადიდებლური ტაძრების გარდა, დაზიანებულია ხარკოვში მდებარე სინაგოგაც.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები