ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში ფოსფორის ბომბები გამოიყენეს – დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქში ფოსფორის ბომბები გამოიყენეს. შეტევა 3 ლოკაციაზე, მარინკაზე, კრასნოგოროვკასა და ნოვომიხაილივკაზე განხორციელდა.

შემთხვევის შედეგად, 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, მათ შორის, 4 ბავშვი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები