ბაღდათში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
იმერეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ბაღდათში, სოფელ ალისმერეთში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა და გადაბრუნდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.