თეონა აქუბარდია: აშკარად, ხიდია ჩატეხილი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის

“აშკარად, ხიდია ჩატეხილი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის და ამას ვუწოდებ ,,საბავშვო ბაღს”, – ასე გამოეხმაურა „რეფორმების ჯგუფის” წევრი, თეონა აქუბარდია ელჩების დანიშვნის საკითხზე მთავრობისა და პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.

აქუბარდიას შეფასებით, ყველაფრის გამომზეურება ქვეყნის ინტერესებში არ არის.

“აშკარად, ხიდია ჩატეხილი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის და ამას ვუწოდებ “საბავშვო ბაღს”. პრეზიდენტმა თქვა, დავნიშნე ელჩებიო, ესენი იძახიან, რომ – არა, ყველა არ დაგინიშნავსო. რაღაც შიდა მიმოწერაზეა ლაპარაკი. ამ ყველაფრის გამომზეურება არ მგონია, ამ ქვეყნის ან მმართველის პარტიის ინტერესებში იყოს. უკვე ძალიან ცუდ სახეს იღებს ეს ყველაფერი”, – აღნიშნა აქუბარდიამ.

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება.

აღნიშნულ განცხადებას საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა. მათი ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია რეალურ სურათს არ ასახავს. “გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი”, – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები