დავით სერგეენკო: პირდაპირი კომუნიკაცია ყოველთვის სჯობს – იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო ხარვეზი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სერგეენკო ელჩების დანიშვნის საკითხზე მთავრობისა და პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.
სერგეენკო მიიჩნევს, რომ საკითხი პირდაპირი კომუნიკაციის გზით უნდა მოგვარდეს.
“ფაქტია, რომ პირდაპირი კომუნიკაცია ყოველთვის სჯობს, ვიდრე საჯარო სივრცეში გზავნილების გაცვლა. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო ხარვეზი”, – აღნიშნა სერგეენკომ.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება.
აღნიშნულ განცხადებას საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა. მათი ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია რეალურ სურათს არ ასახავს. “გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი”, – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge