თურქეთში უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყირიმისა და დონბასის საკითხები ცალ-ცალკე განიხილონ. უკრაინულმა მხარემ რუსეთს ასეთი სქემა შესთავაზა:
- ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსზე მოლაპარაკებები გაგრძელდება 15 წლის განმავლობაში, მხარეები უარს ამბობენ ამ საკითხის გადასაჭრელად შეიარაღებული მეთოდების გამოყენებაზე;
- ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სტატუსისა და ბედის საკითხი ცალკე პუნქტშია შეტანილი, ის შეიძლება განიხილონ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა პირად შეხვედრაზე;
- უკრაინა მზადაა დათანხმდეს არაბირთვული ქვეყნის უბლოკო სტატუსს რიგი ქვეყნების მკაფიო და მკაცრი გარანტიების არსებობის შემთხვევაში. ეს უნდა იყოს დოკუმენტირებული;
- წინა პუნქტი (თუ ამაზე შეთანხმება მიღწეულია) რეალურად ითვალისწინებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არ განთავსდება უცხოური სამხედრო ბაზები და სამხედრო კონტინგენტები. უკრაინა იღებს ვალდებულებას არ შევიდეს რაიმე სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში. საერთაშორისო სამხედრო წვრთნები უკრაინის ტერიტორიაზე შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ გარანტორი ქვეყნების თანხმობით.