მიხეილ ყაველაშვილი: სამწუხაროა, ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანება გამოიწვია, შეიძლება, ასეთი რეალობა არსებობდეს?! ხალხი გახარებული მირეკავდა

“ნაციონალური მოძრაობა” დამთავრებულია. შეუძლებელია, ამ ქვეყანაში როდისმე “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვოს ან მოვიდეს ხელისუფლებაში. გამორიცხულია”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“სამწუხაროა, ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანება გამოიწვია ხალხში. შეიძლება, ასეთი რეალობა არსებობდეს?! ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო იმიტომ, რომ, ბოდიში და, ასეთი ნაძირლების პარტია ხართ”, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, ყაველაშვილმა პარლამენტში პირველ მარტს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “ვინც ჩვენ შორის რუსულ საქმეს აკეთებს, იმის დედას შევ*** მე”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები