დავით სერგეენკო – სააკაშვილის განცხადებაზე: ალბათ, გამოძიებამ უნდა დააზუსტოს, რას გულისხმობდა

“ეს ადამიანი, რაც ძალაუფლება აღარ აქვს, განუწყვეტელ მოწოდებებს აკეთებს მთავრობის ცვლილების, მათ შორის, ძალადობრივი ცვლილების შესახებ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

სერგეენკო ფიქრობს, რომ გამოძიებამ უნდა დააზუსტოს, თუ რას გულისხმობდა სააკაშვილი თავის განცხადებაში.

“ეს ადამიანი, რაც ძალაუფლება აღარ აქვს, განუწყვეტელ მოწოდებებს აკეთებს მთავრობის ცვლილების, მათ შორის, ძალადობრივი ცვლილების შესახებ. ამ კუთხით რაიმე სიახლე არ მომისმენია. ალბათ, გამოძიებამ უნდა დააზუსტოს, რას გულისხმობდა ამ მომენტში – დაძაბულობას, არეულობას თუ რას”, – აღნიშნა სერგეენკომ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: “თუ ჩვენ ამ მთავრობას არ მოვაშორებთ, თუ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზებას და ქუჩებში არ გამოვალთ, მშვიდობიანად არ გავაკეთებთ საქართველოში სიტუაციის შეცვლას, თუ არ მოვახერხებთ საქართველოში ამათ ჩამოშორებას ხელისუფლებისგან, საქართველო დაღუპულია”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები