რუსეთი მოლაპარაკებებში უკრაინის „დენაციფიკაციას“ და „დემილიტარიზაციას“ აღარ ითხოვს.
ამის შესახებ Financial Times რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.
ამასთან, მოსკოვი კიევის ბლოკგარაეშე სტატუსს და ბირთვულ იარაღზე უარის თქმას ითხოვს, სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტიებს გასცემს და უკრაინას ევროკავშირში წევრობის “უფლებას მისცემს”.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ დღეს თურქეთში უკრაინული და რუსული მხარეები, საომარი მოქმედებების დროებით შეჩერებაზე იმსჯელებენ.
ამასთან, სტატიის ავტორებს მოჰყავთ ამერიკელი მაღალჩინოსნის სიტყვები, რომ ვლადიმერ პუტინი კომპრომისებისთვის მზად არ არის.