ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მე-100 ადგილზე ვართ მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით, მით უმეტეს, მაშინ, რომ არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი და მწარმოებელი; მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რომ ნუ ავყვებით ამ პროვოკაციებს

საწვავის ფასებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მე-100 ადგილზე ვართ მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით, მით უმეტეს, მაშინ, ყველას შევახსენებ, რომ არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი და მწარმოებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ნუ აჰყვებიან პროვოკაციებს.

„ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რომ ნუ ავყვებით ამ პროვოკაციებს. გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სწორი იყო, იმიტომ, რომ არ შეიძლება, როდესაც ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და კეტავენ ქუჩებს, საკუთარი ავტომობილებით. ეს არის მიუღებელი. ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს კანონს და წესებს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები