დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა – შეზღუდვები შემსუბუქდა
დღეიდან, 28 მარტიდან საქართველოში აღარ არის სავალდებულო ღია სივრცეში პირბადით ყოფნა.
ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნა ნებადართულია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 22 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებას ეფუძნება.
ამასთან, დამცავი ნიღბით ყოფნა ისევ სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, დღეიდან:
• გაუქმდა სტუმრების რაოდენობის შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, ასევე, სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურზე;
• დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე მყოფი საჯარო მოხელეები სამუშაო ადგილებს უბრუნდებიან;
• გაუქმდა თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR-ტესტირების გარეშე ბრუნდებიან.