საქართველოში კორონავირუსის 658 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 658 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 3 478 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. დაავადებას კიდევ 6 კოვიდინფიცირებული ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 645 959 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 615 166, გარდაიცვალა 16 704 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები