მეუფე შიო: ჩვენი ერთადერთი ხსნა ჩვენი სარწმუნოებაა, უფალმა ინებოს, რომ ჩვენმა ხალხმა შეიცნოს ჭეშმარიტება და მოვიპოვოთ თავისუფლება

უფალმა ინებოს, რომ ჩვენმა ხალხმა შეიცნოს ჭეშმარიტება და მოვიპოვოთ თავისუფლება, ჭეშმარიტი სულიერი თავისუფლება, რის გარეშეც ნამდვილი თავისუფლება არ არსებობს, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფემ მრევლს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა პატრიარქს გაწეული ღვაწლისთვის.

„ჩვენ დღეს ვიხსენიებთ ჩვენს დიდ პატრიარქებს, მოღვაწეებს, ვინც ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის იბრძოდა და დღეს, რა თქმა უნდა, ვმადლობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამ დიდი ღვაწლისთვის. უფალმა ინებოს, რომ ჩვენ ეს დიდი ტალანტი და ნიჭი შევინარჩუნოთ, გავამრავლოთ და ვიზრუნოთ ჩვენი ეკლესიისა და ერის კიდევ უფრო გაძლიერებისა და განვითარებისთვის. ასეთ ურთულეს დროში ჩვენი ერთადერთი ხსნა, როგორც იყო ყოველთვის, არის ჩვენი სარწმუნოება.
უფალი იესო ქრისტე სახარებაში ერთ ადგილას ახსენებს თავისუფლებასაც და ჭეშმარიტებასაც. იგი ამბობს, რომ შეიცნობთ ჭეშმარიტებას და „ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ“. უფალმა ინებოს, რომ ჩვენმა ხალხმა შეიცნოს ჭეშმარიტება და მოვიპოვოთ თავისუფლება, ჭეშმარიტი სულიერი თავისუფლება, რის გარეშეც ნამდვილი თავისუფლება არ არსებობს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ავტოკეფალიის აღდგენის 105-ე წლისთავს აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები