ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო ყოველთვის იდგა, დგას და მომავალშიც იდგება ისტორიის ნათელ მხარეს

საქართველო არავისთვის აპირებს, იყოს „შავი ხვრელი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ყოველთვის იდგა და იდგება ისტორიის “ნათელ მხარეს”.

დეპუტატის განმარტებით, როცა დასავლელი ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბრობენ, ამ კონტექსტში საქართველო არ იგულისხმება.

„ჩვენ აქ საქართველოზე ვსაუბრობთ. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გუშინდელი განცხადება კი, პირველ ყოვლისა, ჩინეთსა და ინდოეთს ეხებოდა, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული ძალიან ძლიერი და მეგა სახელმწიფოები არიან. საქართველო არც არავის უხსენებია და საქართველოზე არც არის ლაპარაკი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები