მედვედევი: ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ უკრაინა “ნორმალური მეზობელი” არ გახდება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინაში “სპეცოპერაცია” რუსული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და გაგრძელდება იქამდე, სანამ ქვეყნის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ამოცანები არ იქნება შესრულებული.

ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

„ოპერაციის მსვლელობას, განხორციელების გეგმებს ადგენს უმაღლესი მთავარსარდალი. კონსტიტუციით ის არის პრეზიდენტი. პრეზიდენტმა გააკეთა შეფასებები. ოპერაცია გეგმის მიხედვით ვითარდება. ეს გეგმა მომზადებულია და დამტკიცებულია უმაღლესი მთავარსარდლის მიერ“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, “ოპერაცია” გაგრძელდება იქამდე, სანამ დასახული მიზნები არ შესრულდება.

„ეს მიზნები უკრაინის მომავალს ეხება – უკრაინის სტატუსს, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს; სახელმწიფოს, რომელიც არ ატარებს ანტირუსულ პოლიტიკას; სახელმწიფოს, რომელიც არ არის მილიტარიზებული და სახელმწიფოს, რომელიც უნდა იყოს ნორმალური მეზობელი. ამიტომ, სანამ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შედეგები მიღწეული არ იქნება, ოპერაცია უნდა გაგრძელდეს – როგორც ეს ჩაფიქრებულია ქვეყნის პრეზიდენტის მიერ და როგორც გადაწყდა“, – დაასკვნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები