უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ბოლო ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მზარდია იმ რუსი სამხედროების რიცხვი, ვინც უკრაინის მხარეს გადადის, რათა ვლადიმერ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლოს.
„სულ უფრო მეტი რუსი სამხედრო უარს ამბობს, არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე, არამედ იარაღით ხელში უკრაინის მხარეს გადადის, რომ მონაწილეობა მიიღოს პუტინის კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, პენტაგონის უახლესი შეფასებით, რუსი სამხედროების ბრძოლისუნარიანობა 90%-ით დაეცა. ოკუპანტებს სურსათისა და საწვავის მიწოდების პრობლემა აქვთ.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი თვის თავზე, რუსეთის არმიამ ვერ შეძლო ქვეყნის დიდი ქალაქების დაკავება.