ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისტორიის ნათელ მხარეს

“საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება „შავი ხვრელი”, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისტორიის ნათელ მხარეს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის განცხადებას.

ქადაგიშვილის თქმითვე, აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებები უნდა დასრულდეს, რადგან ის ქვეყანას დააზიანებს.

„ზოგადად, იყო საუბარი, არსებობს თუ არა საფრთხეები, რომ რუსეთმა საქართველო გამოიყენოს, მისი ღია ეკონომიკა სანქციების არიდების გზად. როგორც ელჩმა აღნიშნა,  იმედი აქვს, რომ ეს არ მოხდება და ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაა ამ კუთხით ჩვენს ხელისუფლებასთან. ბუნებრივია, საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება “შავი ხვრელი”, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისტორიის ნათელ მხარეს. რაც არ უნდა გვაბრალოს შიდა ოპოზიციამ “შავი ხვრელების” ძებნა პუტინისთვის იარაღების მისაწოდებლად, რომ მერე უკრაინელები დავბომბოთ, მგონი, ამ აბსურდზე საუბარი სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ქართულ მედიასივრცეშიც და საზოგადოებაშიც, რადგან ეს დამაზიანებელია მთლიანად ქვეყნისთვის. ძირითადი არის საბანკო ოპერაციები, რითაც ხდება ხოლმე სანქციების არიდება, ტვირთების გადაადგილება ვერ მოხდება, ეს გაცილებით რთული საკითხია კონტრაბანდის გატარება, როგორც კი სანქციების საკითხი დადგა, მაშინვე “ვითიბი ჯორჯიას” ფაქტობრივად დახურვა მოხდა და ყველა იურიდიული და კერძო პირი სხვადასხვა საბანკო სისტემაში გადანაწილდა. ეს არის ერთი მაგალითი, რაზეც საქართველომ გააკეთა რეაგირება”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასიმ განაცხადა: “დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ კომპლექსურ გარემოში საქართველო ყურადღებით დააკვირდება, რათა არ გახდეს შავი ხვრელი ბიზნესის საწარმოებლად, როგორიც არის მაგალითად ტაჯიკეთი”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები