განათლების საერთაშორისო ცენტრი იტალიაში სწავლით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

განათლების საერთაშორისო ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას იტალიაში სწავლით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ იტალიის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლისთვის მოიპოვონ დაფინანსება სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, აპლიკანტებს განაცხადის გამოგზავნა, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, 2022 წლის 30 მარტის ჩათვლით (თბილისის დროით 18:00 სთ-მდე) შეუძლიათ. კონკურსის საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება არაუგვიანეს 2022 წლის 31 მაისისა.

„აკადემიური პროგრამები იტალიაში 2022-2023’’, საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, განათლების საერთაშორისო ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტებია:

1. Polytechnic University of Milan /მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (MA, PHD) ვებგვერდი https://www.polimi.it/

2. University of Pisa/პიზას უნივერსიტეტი (MA, PHD) ვებგვერდი https://www.unipi.it/

3. The LUISS University/ლუისის უნივერსიტეტი (MA) ვებგვერდი https://www.luiss.edu/

4. University of Calabria/კალაბრიის უნივერსიტეტი (MA) ვებგვერდი http://www.unirc.it/

5. University of Eastern Piedmont /აღმოსავლეთ პიემონტის უნივერსიტეტი (MA, PHD) ვებგვერდი https://www.uniupo.it/

6. Università degli Studi dell’Aquila/ლაკვილას უნივერსიტეტი (MA, PHD) ვებგვერდი http://www.univaq.it/

7. Università degli Studi della Tuscia/ტუსციის უნივერსიტეტი (MA, PHD) ვებგვერდი http://www.unitus.it/

8. The university of Bari Aldo Moro/ ბარის უნივერსიტეტი (MA, PhD)“ ვებგვერდი: https://www.uniba.it/ სრული ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამის აღწერა განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: iec.gov.ge.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები