შალვა პაპუაშვილი: მადლენ ოლბრაიტის ოჯახს, სამაგალითო სახელმწიფო მოხელისა და ლიდერის გარდაცვალების გამო, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
“გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მდივნის მადლენ ოლბრაიტის ოჯახს და მეგობრებს სამაგალითო სახელმწიფო მოხელისა და ლიდერის გარდაცვალების გამო, რომლის მემკვიდრეობაც სამუდამოდ დარჩება ხსოვნაში”, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”.
შეგახსენებთ, აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტი 84 წლის ასაკში, კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. ოლბრაიტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში 1997-2001 წლებში იკავებდა.
My sincere condolences to family and friends of Secretary Madeleine Albright on the passing of the exemplary stateswoman and leader whose legacy will be forever remembered and cherished. @madeleine
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) March 23, 2022