„კავკასიური სახლის” სახალხო უნივერსიტეტის პლატფორმა სომხეთის შესახებ ლექციათა ციკლს დაეთმობა

მარტში „კავკასიური სახლის” სახალხო უნივერსიტეტის პლატფორმა სომხეთის შესახებ ლექციათა ციკლს დაეთმობა.
„26 მარტს ჩვენს არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა თსუს არმენოლოგიის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ ნათია ჩანტლაძის ლექცია – „ქართულ-სომხური საეკლესიო ურთიერთობები”.
28 მარტს ვუმასპინძლებთ „მშვიდობის ფონდის” დამფუძნებლის, გიორგი ტუმასიანის ლექციას – „თანამედროვე სომხეთი და მისი ძირითადი გამოწვევები”.
30 მარტს კვლავ ისტორიის დოქტორს, არმენოლოგ ნათია ჩანტლაძეს ვუხმობთ, რათა ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის შესახებ მოგვითხროს.
ჩვენი ლექციების ტრანსლირება ყოველთვის 17 საათზე იწყება.  აპრილში აზერბაიჯანში გადავინაცვლებთ“, – აღნიშნულია „კავკასიური სახლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები