23 მარტის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 846 431 აცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 23 მარტის მონაცემებით, სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 846 431 აცრა.

“მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 357 243 ,>18 ასაკის მოსახლეობის 47.2%. სრულად ვაქცინირებულია 1 254 665 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 43.7%. ბუსტერ დოზით აცრილია 231 516.

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 098 (2.31%) სრულად აცრილია – 3 245 (1.83%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 584 (15.52%) სრულად აცრილია- 11 143 (13.74%). 22 მარტს ჩატარდა 1 750 აცრა. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge

ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები