“ხუთი საცხოვრებელი ადგილი შევთავაზეთ, მაგრამ უარი თქვეს”, – იცრუა თუ არა “უკრაინელმა” 23 სულიანმა ოჯახმა
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში უკრაინიდან ომს გამოქცეული ოჯახები, ბავშვებთან ერთად ღამეებს მანქანებში ათევდნენ და მათ დახმარებას არავინ სთავაზობდა. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან სხვადასხვა დაწესებულებებმა, პარტიებმა თუ საქველმოქმედო ორგანიზაციებმა, ისევე როგორც ტურიზმის დეპარტამენტმა მათ დახმარება შესთავაზეს, თუმცა ოჯახი არც ერთ შეთავაზებას არ დათანხმდა.
როგორც „კვირას“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განუცხადეს, მათთვის შეთავაზებული იყო საცხოვრებელი ადგილი ქობულეთში, თუმცა უარი თქვეს.
„როგორც კი დაფიქსირდა შემთხვევა ჩვენ დავუკავშირდით მათ და შევთავაზეთ საცხოვრებელი ქობულეთში სამწუხაროდ არ ისურვეს და თქვეს რომ მიემგზავრებოდნენ სხვას. თქვენთვის, რომ წავიდნენ თბილისში. მათ თქვეს რომ აღარ სურთ გაჩერება. ყველა მოქალაქეს ვისაც ესაჭიროება დახმარება ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ, – განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა ზოიძემ.
მათ დახმარებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციაც დაუკავშირდა, თუმცა, როგორც ორგანიზაციაში თქვეს პირობების გამო საცხოვრებელზე მათ უარი თქვეს.
„ხუთი ადგილი შევთავაზეთ, ახალციხე, თბილისი და სამ ადგილზე ბათუმში, თუმცა ზოგან პირობები არ მოსწონდათ, ზოგან ფართი. 23 ადამიანი იყო და ყველას ერთად უნდოდათ მოთავსება. გვერდიგვერდ ბინებზეც უარი თქვეს” – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “საიმედოს” დამფუძნებელმა ნათია ქანდაშვილმა.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი ირაკლი კუპრაძემაც გააკეთა გააკეთა და განაცხადა, რომ მათი ეს უკმაყოფილება უმიზეზო იყო.
“ვეხმარებით სხვა და სხვა ასეულობით უკრაინელს საკვებით სამედიცინო მომსახურებით და დაბინავებით რაც იმ ჯგუფს რომელზეც სოციალურ ქსელში დიდი აურზაური ატყდა ეს ჯგუფი იყო ჩვენთან მოსული 23 ადამიანი ისინი ბოშების თემს წარმოადგენენ უკრაინიდან. მათი წარმომავლობა არ წარმოადგენს პრობლემას რომ ჰქონოდათ მათ რეალური საჭიროება დახმარების. ისინი რამდენიმე ათასიანი მანქანებით მოვიდნენ. შევთავაზეთ მათ საცხოვრებელი სახლები თუმცა დაიწნეს, რაზეც არცერთ უკრაინელ ლტოლვის არგაუკეთებიათ არასდროს”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
დადასტურებული ინფორმაციით არც ერთ უკრაინელ ლტოლვილს არ დაუწუნებია შეთავაზება, თანახმა იყვნენ საერთო თანაცხოვრებაზეც. ბოშათა თემის მოლდოველმა წარმომადგენლებმა უკრაინიდან კი არც ერთი შეთავაზება არ მიიღეს და პარტიის ოფისთან ძვირადღირებული მანქანებით მივიდნენ.
დადასტურებული ინფორმაციით 23 პირისგან შემდგარი ჯგუფი, წარმოადგენდა ბოშების თემს მოლდოვეთიდან. ისინი გადაადგილდებოდნენ ძვირადღირებული მანქანებით, პორშე კაიენით, პრადოს ჯიპებით და არ სასჭიროებდნენ დახმარებას.