ამირან სალუქვაძე: საქართველოში უნდა მოხდეს ის, რაც არსად მომხდარა, ერი უნდა დადგეს ფეხზე მავნე ოპოზიციის წინააღმდეგ
“საქართველოში უნდა მოხდეს ის, რაც არსად მომხდარა, ერი უნდა დადგეს ფეხზე მავნე ოპოზიციის წინააღმდეგ. ვინც საკუთარ პოლიტიკას აგებს საშიშ პროვოკაციებზე, პოლიტიკაში ყოფნის უფლება არ უნდა მივცეთ”, – ამის შესახებ ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
“როგორ მუშაობს სააკაშვილის პროვოკაციული მოძრაობა:
იციან, რომ ნატო-ს თემას კრემლისთვის წითელი ნაჭრის ეფექტი აქვს, სააკაშვილი 17 მარტს იწყებს ნეიტრალიტეტზე საუბარს.
თემა ვერ აიწია, ამიტომ ჩართო მისი ჯიბის მედია განხილვების გასაღვივებლად..
მამუკა მდინარაძე ატარებს ბრიფინგს, რომლის დროსაც აცხადებს, რომ ამ ვითარებაში ნეიტრალიტეტის თემის აწევა არის მტრობა და არ აპირებს ომის პარტიასთან რაიმე ინიციატივის განხილვას.
ზუსტად 30 წუთში ერთ-ერთი რუსული სააგენტო ავრცელებს სტატიას სათაურით: “საქართველო არ აპირებს ნატო-ზე უარის თქმას.”
ხვდებით ხომ მიზანს?
ესაა პირდაპირ უნისონში მუშაობა, რათა შექმნან ზუსტად ის გამაღიზიანებელი თემები, რომლებსაც შესაძლოა, რუსეთის აგრესია მოჰყვეს.
მიზანი რა აქვთ, დიდი ხნის წინ დავწერე: სააკაშვილის დახსნა. ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ.
პარალელურად, გრძელდება ? ომის მოწოდებები. ვიღაც დიზაინერი მოგვიწოდებს, შედით აფხაზეთშიო. თანაც შედითო, განა შევიდეთო?!
ასეთივე საშიში პროვოკაცია ორი დღის წინ ,,ტვ ობიექტივზე,, მიკერძოებული გადაცემა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან არსებული კვლევითი ცენტრის შესახებ, იმ ფონზე, როცა ლაბორატორიების თემას რუსეთი ომის საბაბად იყენებს.
მეორედ ვწერ: საქართველოში უნდა მოხდეს ის, რაც არსად მომხდარა, ერი უნდა დადგეს ფეხზე მავნე ოპოზიციის წინააღმდეგ. ვინც საკუთარ პოლიტიკას აგებს საშიშ პროვოკაციებზე, პოლიტიკაში ყოფნის უფლება არ უნდა მივცეთ. ისე ქვეყანა ვერ დამშვიდდება. ჩვენ ველოდებით როდის ააფეთქებენ ქვეყანას”, – წერს სალუქვაძე.