საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რაოდენობრივი შეზღუდვა უქმდება
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რაოდენობრივი შეზღუდვა უქმდება.
მისივე თქმით, რაოდენობრივი შეზღუდვა ასევე უქმდება სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე.
„უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე, სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის, სოციალურზე“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.