ზელენსკი: უპირველეს ყოვლისა, საჭიროა იმის გარკვევა, საერთოდ, სურს თუ არა რუსეთს ომის შეჩერება

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, ვიპოვოთ ფორმატი, რომელშიც ზოგადად გავიგოთ, სურს თუ არა რუსეთს ომის შეჩერება. რადგან ჩვენ შეიძლება, სხვა საკითხებამდე არც მივიდეთ. სურს თუ არა მას და შეუძლია თუ არა ამის გაკეთება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გარეშე შეუძლებელია იმის გაგება, თუ რისთვის არის მზად რუსეთი.

„მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ფორმატში ამ შეხვედრის გარეშე, რეალურად, ბოლომდე ვერ გაიგებთ, რისთვის არიან ისინი მზად, რომ ომი შეაჩერონ და რისთვის არიან მზად იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მზად არ ვართ ამა თუ იმ კომპრომისებზე წასასვლელად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები