სეს-მ რუსთავში ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დალუქა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, ქალაქ რუსთავში, გორის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „წიქარაში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.

სეს-ოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის შედეგად, საწარმოში გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები, რეალიზაციიდან ამოღებულია ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები.

„სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები: ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, შეუჩერდა საწარმოო პროცესი; დალუქული სურსათი სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდება.

მომხმარებელთა უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურად მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. ტარდება როგორც გეგმური, ასევე არაგეგმური ინსპექტირება, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეუძლია ინფორმაცია მიაწოდოს ცხელ ხაზს – 1501“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები