ბოლნისის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

ძლიერი თოვლის შედეგად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებში გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.

ბოლნისის მერიამ, ტექნიკის მობილიზების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა კერძო კომპანიებთან, ამ ეტაპზე შემოყვანილია 2 ერთეული სპეც-ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოყოფილი ტექნიკასთან ერთად, სოფლებში: დარბაზი, წიფორი, ხახალაჯვარი და ფოლადაური გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

მძიმე ტექნიკამ თოვლისგან უკვე გაწმინდა ტანძიის, ხატისოფლის, მუშევანის, დისველის, ქვემო ბოლნისისა და სოფელი ბოლნისის მიმართულებით არსებული გზები.

აღსანიშნავია, რომ ყველა ლოკაციაზე, სადაც გადაადგილებაა გაძნელებული, ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან. სპეც-ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს, საჭიროებისამებრ, ინტენსიურად განახორციელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები