საჩხერის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩიხა, სხვიტორი, დუნთა, ზედა და ქვედა ორღული-ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობამ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში პროექტები შეარჩიეს და მათთვის გამოყოფილი თანხები შემდეგნაირად განკარგეს:

ზედა ორღული 16 000 ლარი, განხილული საკითხები:

1.საუბნო გზის მოწყობა;

2.გარე განათების მოწყობა;

ეკლესიის ეზოს შემოღობვა

მოსახლეობამ საუბნო გზისა და გარე განათების მოწყობა გადაწყვიტა.

სხვიტორი – 16000 ლარი, განხილული საკითხები:

1.ბავშვთა ატრაქციონის მოწყობა;

2.სანიაღვრის მოწყობა;

ხმათა უმრავლესობით, მოეწყობა ბავშვთა ატრაქციონები.

სოფელ დუნთისთვის გამოყოფილი 10000 ლარით, საუბნო გზაზე მოეწყობა რკინა-ბეტონის საფარი

ჩიხა-20000 ლარი. განხილულ საკითხებს წარმოადგენდა:

1.საუბნო გზის მოწყობა ციხისლების უბანში;

2.სანიაღვრე არხის მოწყობა

განხორციელდება ორივე პროექტი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

ქვედა ორღული -16000 ლარი, განხილული საკითხები:

1.ბანძელაძეების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;

2.არსებული სტადიონის შემოღობვა.

3. რკინა-ბეტონის საფარი დაიგება ბანძელაძეების უბანში.

საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ მერი ლევან ივანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ხვედელიძე.

“,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ იძლევა საშუალებას უშუალოდ ჩაერთოს მოსახლეობა პროექტების შერჩევაში და განსაზღვროს პრიორიტეტები. ჩვენი ვალდებულებაა, მათ მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება.

მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, ასევე იხილება სხვადასხვა პრობლემები, რომელთა მოგვარება ეტაპობრივად განხორციელდება შესაძლებლობის ფარგლებში”, – განაცხადა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ივანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები