GORBI: კითხვაზე, „ქართული ოცნების“ მთავრობამ მხარი დაუჭირა რუსეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს ევროპის საბჭოში, გაეროსა და ჰააგის სასამართლოში, რესპონდენტთა 71,4 პროცენტი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეს ნაბიჯი სწორია

შეკითხვაზე: „ქართული ოცნების“ მთავრობამ მხარი დაუჭირა რუსეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს ევროპის საბჭოში, გაეროში და ჰააგის სასამართლოში. მთავრობის ეს ნაბიჯი სწორია თუ არასწორია? – „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 71,4 პროცენტი პასუხობს, რომ სწორია, 15,8% პასუხობს, რომ არასწორია და არ იცის ან პასუხზე უარს ამბობს 12,7 პროცენტი.

იმ რესპონდენტებს შორის, ვინც მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ეს ნაბიჯები არასწორია, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 32%, „მთავარის“ მაყურებლის – 4 %.

კვლევა „ტელეიმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1 008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები