ირპენში დაღუპული ორი ქართველის ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტთან იგორ დოლგოვი მივიდა

საქართველოს პარლამენტთან, სადაც  უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მოქალაქეები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ, საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი მივიდა.

დოლგოვმა გარდაცვლილი მებრძოლების სურათები გვირგვინით შეამკო.

ელჩს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ორი ქართველი მებრძოლი – გია ბერიაშვილი და დავით რატიანი კიევის ოლქში გუშინ დაიღუპნენ. როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერენ, ირპენში რუსი ოკუპანტების თავდასხმაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა. დაბომბვის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე. გარდაცვლილი ქართველების ცხედრები ბრძოლის ველიდან უკვე გამოყვანილია და როგორც დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, მათ მალე სამშობლოში გადმოასვენებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რატიანი და ბერიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ. მათ თავდაცვის სამინისტრო 2014 წელს დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები