უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი: უკრაინა მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, მთავრობას, პატრიარქს გაწეული დახმარებისთვის

“ელჩი, იგორ დოლგოვი ამ მომენტში არის გაწვეული კონსულტაციებისთვის. ფიზიკურად, ის იმყოფება საქართველოში და ასრულებს ახლა კონსულტაციებს უკრაინის მთავრობასთან”, – ამის შესახებ უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში უკრაინის საელჩო საქართველოს მთავრობას შეატყობინებს, როდესაც ელჩი საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად მზად იქნება.

„საქართველოში უკრაინის საელჩო შეატყობინებს საქართველოს მთავრობას, როცა ელჩი იქნება მზად და შეუდგება თავის მოვალეობებს. უკრაინა მადლობას უხდის საქართველოს მოსახლეობას დახმარებისთვის. მადლობა საქართველოს ყველა რიგით მოქალაქეს, რომელიც უკრაინის დახმარების პროცესში იყო ჩართული, საქართველოს მთავრობას, სხვადასხვა ქალაქის მერებს, საპატრიარქოს ყველაზე საჭირო და რთულ ვითარებაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის“, – განაცხადა კასიანოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები