რიჩარდ ნორლანდი მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების წაყენებას გამოეხმაურა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი იმედოვნებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების პროცესში “რაიმე ფორმის შურისძიება” თავიდან იქნება აცილებული. მისი თქმით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მართლმსაჯულების პროცედურები და კანონის უზენაესობა იყოს უზრუნველყოფილი. ნორლანდის განმარტებით, ეს იმედი გამოხატულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშიც.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს ოფიციალურ პირებს კანონის უზენაესობის დაცვის პრინციპებს შეახსენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები