კელი დეგნანი: სანამ რუსეთი ახალი დაპირებების გაცემას დაიწყებს, აუცილებელია, 2008 წელს მიღწეული შეთანხმება შეასრულოს – გაიყვანოს ჯარი საქართველოდან

სანამ რუსეთი ახალ პროექტებზე, გზებსა თუ დაპირებების გაცემაზე დაიწყებს საუბარს, აუცილებელია, 2008 წელს მიღწეული შეთანხმება შეასრულოს, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველო-ჩეჩნეთს შორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, ამ პროექტზე საუბარი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მიმდინარეობდა.

“თუ სწორად მახსოვს, ეს გზა საკმაოდ ძველი პროექტია და დაახლოებით 1970-იანი ან 1980-იან წლებში დაპროექტდა. ამასთან, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მანამ, სანამ რუსეთი ახალ პროექტებზე, გზებსა თუ დაპირებების გაცემაზე დაიწყებს საუბარს, აუცილებელია, 2008 წელს მიღწეული შეთანხმება შეასრულოს. პირველ რიგში, გაიყვანოს რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. მათ უნდა შეასრულონ ის დაპირებები, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ აქვთ აღებული და შემდეგ ისაუბრონ ახალ დაპირებებზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, 15 მარტს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩეჩნეთიდან საქართველოსთან სასაზღვრო გადასასვლელის საჭიროებაზე ისაუბრეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები