მიხეილ დაუშვილი: სრულად სანქციებთან შეერთება ჩვენი ქვეყნისთვის რთული იქნება, მაგრამ ისიც დაუშვებელია, როგორც დღეს ხელისუფლება იქცევა
“სრულად სანქციებთან შეერთება ჩვენი ქვეყნისთვის რთული იქნება და ეს გასაგებია, ყველას გვესმის”, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ის ქმედებები, რომლებსაც ახორციელებს, დაუშვებელია.
“სრულად სანქციებთან შეერთება ჩვენი ქვეყნისთვის რთული იქნება და ეს გასაგებია, ყველას გვესმის. არც მოგვითხოვია, რომ სრულად ეს სანქციები გაგვეზიარებინა, მაგრამ ისიც დაუშვებელია, როგორც დღეს ხელისუფლება იქცევა. პოლიტიკურ მხარდაჭერასაც კი ვერ ვუცხადებთ სათანადოდ, არათუ სანქციებთან მიერთებას”,- აღნიშნა დაუშვილმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება.