გიგა ბოკერია: ელჩის გაწვევა აუცილებლად ფიზიკურ წასვლას არ გულისხმობს, ეს არის დიპლომატიური ჟესტი
ელჩის გაწვევა ფიზიკურ წასვლას კი არ გულისხმობს აუცილებლად, ეს არის დიპლომატიური ჟესტი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, ნორმალურ პირობებში ელჩი შესაძლოა, ფიზიკურად წასულიყო, ამ ვითარებაში კი, როდესაც უკრაინაში ომია, ქვეყნიდან ფიზიკურად გასვლა არაფერ შუაშია.
“ელჩის გაწვევა დიპლომატიურ ენაზე არის პროტესტი, რომ რასაც აკეთებ, ჩვენი ურთიერთობიდან იმდენად დიდი გადახვევა არის, რომ დროებით ელჩს ვთიშავ დიპლომატიური პროცესებიდან, ნორმალურ პირობებში ელჩი შესაძლოა, ფიზიკურად წასულიყო, ამ ვითარებაში, როცა უკრაინაში ომია საერთოდ არაფერ შუაშია ფიზიკურად გასვლა ქვეყნიდან და უკრაინაში დაბრუნება, ეს არ ცვლის დიპლომატიურ ენაში იმას, რაც მოხდა”, – განაცხადა ბოკერიამ.