ვოლსკი – იგორ დოლგოვზე: ჩავთვალოთ, რომ ელჩი, რომელიც თავის კაბინეტში არ ზის, გაწვეულია, თუმცა, ფიზიკურად აქ იმყოფება

ჩავთვალოთ, რომ ელჩი, რომელიც თავის კაბინეტში არ ზის, გაწვეულია, თუმცა, ფიზიკურად აქ იმყოფება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში უკრაინის ელჩი უკვე 2 კვირაა, ქვეყანაში იმყოფება.

„ელჩი რომ საქართველოში იმყოფება, ამ თემიდან შეიძლება, რაღაც სკანდალური გამოადნო, მაგრამ უკრაინის, ზელენსკისა და ელჩის ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, უმჯობესია, ამ თემას აღარ ჩავყვეთ და ქილიკი არ დავიწყოთ, თურმე, ორი კვირაა საქართველოში იმყოფება. მძიმე მდგომარეობაშია უკრაინა და ჩავთვალოთ, რომ ელჩი, რომელიც თავის კაბინეტში არ ზის, გაწვეულია, თუმცა ფიზიკურად აქ იმყოფება. ცუდი ფაქტია და საქართველო-უკრაინის ურთიერთობის გაფუჭებისთვის საკმაოდ დიდი ძალებია მობილიზებული, რათა კიდევ ჩვენ არ დავამატოთ ელჩის საკითხზე დამატებითი კომენტარები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები