დავით უსუფაშვილი: „ქართული ოცნება“ არ არის პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემძლე, საამისოდ 100 ხმა არ აქვთ

„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემძლე არ არის, რადგან იმპიჩმენტისათვის საჭირო 100 ხმა არ გააჩნია.

“„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემძლე არ არის, არ აქვს 100 ხმა იმპიჩმენტის გამოცხადებისთვის. ამიტომ, მიდის სხვა გზით. გაუგებარია, ამ თემებს პარტიის პოლიტსაბჭო როგორ აცხადებს, რადგან ასეთ დავებთან პარტია არაფერ შუაშია. ეს არის სულ სხვა დავა, ორგანოებს შორის. ამ დავას სასამართლოში საიმპიჩმენტო პროცედურები არ მოჰყვება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, ანუ არანაკლებ 100 დეპუტატი. “ქართული ოცნება” პარლამენტში 83 დეპუტატით არის წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები