უკრაინის ელჩი საქართველოში მედიისთვის განცხადებას, სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი დღეს 15:00 საათზე მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.
უკრაინის ელჩი გუშინ თბილისში პირველად “კურიერის” კამერამ დააფიქსირა – მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ მარტს საქართველოდან გაიწვია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ კოლეგას ქვეყანაში ელჩის დაბრუნებისკენ მოუწოდა.