“იმპიჩმენტი არავითარ კავშირში არ არის არც პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლასთან და არც არავის გეგმებთან”

სიტყვა „იმპიჩმენტი” არავითარ კავშირში არ არის არც პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლასთან და არც არავის გეგმებთან. სალომე ზურაბიშვილი როგორც მან აღნიშნა, შემდეგ პირადი ვიზიტით წავიდა, პირადი ვიზიტის უფლება მას მე მგონი აქვს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა საკითხი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა გადაწყდეს.

“სიტყვა “იმპიჩმენტი” არავითარ კავშირში არ არის არც პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლასთან და არც არავის გეგმებთან. ჩვენ ყველა შემთხვევაში, ყველა საკითხი უნდა გადავწყვიტოთ კონსტიტუციის ფარგლებში. კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობა არის ის ორგანო, რომელიც საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში ქვეყანას წარმოადგენს ქვეყნის გარეთ, პრეზიდენტიც წარმოადგენს, მაგრამ მას ამასთან დაკავშირებით სჭირდება მთავრობის თანხმობა. რა თქმა უნდა, ჩვენ თანამშრომლობის ყველა ფორმატზე თანახმა ვართ, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციის ფარგლებში. სალომე ზურაბიშვილი როგორც მან აღნიშნა, შემდეგ პირადი ვიზიტით წავიდა, პირადი ვიზიტის უფლება მას მე მგონი აქვს,” – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები