სალომე ზურაბიშვილი: არ და ვერ შევალ სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხის განხილვას არ აპირებს.
“მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.