იანვარ-თებერვალში საქართველოს ექსპორტი 54.5%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 539.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 49.2 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, ექსპორტი წინა წელთან შედარებით 54.5 პროცენტით გაიზარდა და 760.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, იმპორტის მოცულობა 47%-ით, 1 778.9 მლნ. აშშ დოლარამდე გაიზარდა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-თებერვალში 1 018.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტი შეადგინა.