დიდუბეში ოთხი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, გოგოლაურის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაჭრილია, სავარაუდოდ, 4 პირი.

“კურიერის” ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 3 ძმაა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ცნობილია, კონფლიქტი ურთიერთშელაპარაკებას მოყვა.

“კვირა” ინციდენტის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები